skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი სეპარატისტულ რეგიონებთან დიპურთიერთობების დამყარების პროცედურებს დაასრულებს

რუსეთის ელჩები სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რწმუნებათა სიგელებს რეგიონების ლიდერებს 16 დეკემბერს გადასცემენ, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

”ეს მოვლენა გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სრულმასშტაბიანი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების გზაზე რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ კავკასიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის,”- აცხადებს სამინისტრო, ”რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შექმნა სოხუმსა და ცხინვალში, უდაოდ, შეუწყობს ხელს რუსულ-აფხაზურ და რუსულ-სამხრეთ ოსურ თანამშრომლობას ყველა სფეროში, სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ფორმირებას და ურთიერთქმედებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით”.

იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ელჩმა რუსეთში იგორ ახბამ 10 დეკემბერს რწმუნებათა სიგელების გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button