
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
11–13 დეკემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მისი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ–მინისტრთან გრიგოლ მგალობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან და ომბუდსმენთან სოზარ სუბართან.
ეუთოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა გორის რაიონსაც, სადაც 10 დეკემბერს ეუთოს უიარაღო დამკვირვებლების საპატრულო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტ, რომელიც სოფელ ხვითთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მოხდა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)