ახალი ამბები
შსს: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფეთქება მოხდა
დღეს დილის 6 საათზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ნიქოზთან, ფხვენისის ხიდზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულირებისას აფეთქდა დისტანციური მოწყობილობით დამონტაჟებული მიმართულებითი ნაღმი, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამავე ცნობით, ინციდენტის შედეგად, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)