skip to content
ახალი ამბები

აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი მოსკოვს სტუმრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დღეს მოსკოვში ჰეიდი ტალიავინს, აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

”აღინიშნა ობიექტური პოზიციის გამომუშავების მნიშვნელობა მომხდარის მიზეზებთან და მოვლენების ზუსტ თანამიმდევრობასთან დაკავშირებით, დაწყებული 90-იანი წლებიდან,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”აღინიშნა კომისიის მიერ კონტაქტების დამყარების საჭიროება ყველა მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასე თუ ისე ჩართულები იყვნენ აგვისტოს კონფლიქტში”.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სეპარატისტულ რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით საჭირო ზომების მიღების აუცილებლობა.

2 დეკემბერს ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის მიზეზების გამოძიების მიზნით ”შემსწავლელი მისიის” შექმნას, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ჩაუდგა სათავეში. მისია, რომლის ბიუჯეტი 1.6 მლნ ევრო იქნება,  სულ მცირე 2009 წლის ივლისის ბოლოს წარუდგენს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს გამოძიების შედეგებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button