skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის გადადგომას ითხოვს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა მოწოდებებს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

სხვა ოპოზიციური ლიდერებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილს აგვისტოს ომის დასრულებისთანავე არ მოუთხოვია სააკაშვილის გადადგომა. ამის სანაცვლოდ, მან პრეზიდენტს ყოვლისმომცველი "დროებითი ანტი-კრიზისული მთავრობის" ჩამოყალიბება შესთავაზა.

6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მთავრობაში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებამ "ამოწურა საკუთარი რესურსები".

"ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება არაფრის და არავისგან არ არის დაბალანსებული და გაკონტროლებული, ერთადერთი პასუხისმგებელი ხალხის წინაშე, ამ ყველაფრის გამო არის ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას ომისა თუ მშვიდობის  შესახებ," – განაცხადა ზურაბიშვილმა.

"თავის დროზე პრეზიდენტმა არ აღიარა დროებითი, ანტიკრიზისული მთავრობის აუცილებლობა. დღეს მან უნდა გამოიჩინოს ის გამბედაობა, რომელიც ქვეყნისათვის იქნება გადარჩენის ტოლფასი, კერძოდ: აღიაროს ხელისუფლების სრული კრახი და ნებაყოფლობით გააკეთოს განცხადება გადადგომის შესახებ, რითაც ქვეყანას შეიყვანს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდში, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველო მოემზადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის," – განაცხადა ზურაბიშვილმა. "ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რათა გადავურჩეთ იმპიჩმენტის პროცედურას, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს დაძაბულობა ქვეყნის შიგნით".

 

მსგავსი/Related

Back to top button