ახალი ამბები

აჭარის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭო შეიკრიბა

დღეს აჭარის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭო პირველად შეიკრიბა და თავმჯდომარედ ისევ მიხეილ მახარაძე, წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი აირჩია.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 3  ნოემბრის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ხმათა 75.89%-ით პროპორციული წესით 10 დეპუტატი, ხოლო გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებმა ხმათა 16.44%-ით მხოლოდ 2 დეპუტატი გაიყვანა. 

შედეგად, 18-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 12 პროპორციული მანდატი ამ ორ პარტიას შორის გადანაწილდა, რადგან  სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. აჭარის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა.

იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა  ხუთი მაჟორიტარული მანდატი. რაც შეეხება მე-6 მაჟორიტარს, მისი ვინაობა 14 დეკემბერს ხელვაჩაურში დანიშნული ხელახალი არჩევნების შედეგად გაირკვევა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button