skip to content
ახალი ამბები

მოხსენება: აფხაზებს რუსულ ჯართან პირისპირ დარჩენა არ სურს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კერძო საუბრებში განუცხადეს დასავლელ დიპლომატებს, რომ მათი სურვილია, რომ გაეროს დამკვირვებლები ”რაიმე ფორმით განაგრძონ რეგიონში ყოფნა, რათა აფხაზები მარტონი არ დარჩნენ რუსეთის ჯარებთან”, განაცხადა საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა (ICG) 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

აგვისტოს ომის შემდეგ, გაეროს დამკვირვებელთა მისიის შემდგომი როლი გაურკვეველი რჩება. ოქტომბრის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ მისიის მანდატი ოთხი თვით ”ტექნიკურად” გააგრძელა.

მოსკოვი ითხოვს, რომ ცალკე გაეროს მისიაა საჭირო აფხაზეთისთვის, რომელიც უკვე აღიარა რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. უშიშროების საბჭოს მიერ ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში არ არის ნახსენები გაეროს მისია მისი ოფიციალური სახელწოდებით – გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში – რომლითაც ის რეგიონში ბოლო ათ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. მოსკოვს და სოხუმს სურთ, რომ მისიის სახელწოდებიდან ამოღებულ იქნას ”საქართველო”.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button