ახალი ამბები

ცხინვალი პრეზიდენტების კორტეჟთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟის მახლობლად მომხდარი სროლების კომენტირებისას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ 23 ნოემბერს მოსკოვის დროით 17:00 საათზე, სოფელ მოსაბრუნის სამხრეთით მდებარე  ოსურ სასაზღვრო პოსტს 30 მანქანისგან შემდგარი კოლონა მიუახლოვდა.

”კორტეჟი სასაზღვრო პოსტთან შეჩერდა და პირველი მანქანიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა,” – განაცხადა ატოევმა. ”მათ უთხრეს [ოს მესაზღვრეებს], რომ  მანქანაში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პოლონეთის ელჩი და მოითხოვეს, რომ შეეშვათ ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ტერიტორიაზე. მათ ბუნებრივია უარი უთხრეს და სთხოვეს, რომ დაეტოვებინათ საგუშაგოს ტერიტორია. მიუხედავად ამისა, რამოდენიმე მანქანა მაინც შეეცადა გაერღვია პირველი ბარიერი, რის შემდეგაც ისინი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს მათი ქმედებების უკანონობის თაობაზე. შემდეგ კორტეჟი შეტრიალდა და საქართველოს მიმართულებით გაბრუნდა”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button