ახალი ამბები

ბუში მიესალმა “ვარდების რევოლუციას”

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება მათ, ვინც 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციის" ხუთ წლის იუბილეს აღნიშნავს.

“ვარდების რევოლუციით ქართველმა ხალხმა თავისუფლების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელი თავი  დაწერა. თავისუფლების წყურვილით და მხოლოდ ვარდებით შეიარაღებულმა ხალხმა საქართველოს მასშტაბით მშვიდობიანად წამოაყენა თავისი განაცხადი ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფლების უფლების დასაცავად,” – განაცხადა ბუშმა.

“ამ იუბილეზე ამერიკელები პატივს მიაგებენ მამაც ქართველ ხალხს, რომელთაც დაიცვეს თავისუფლება და ჩვენ კვლავაც გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ასევე ველით იმ დღეს, როდესაც თავისუფლები შუქი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ხალხს გაანათებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button