skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ ტელეკომპანია “იმედის” წინ აქცია გამართა

ტელეკომპანია “იმედის” ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრებილ ორასამდე მომიტინგეს 23 ნოემბერს, რომ 15 დეკემბრიდან ისინი აპირებენ პოლიტიკური თოქ-შოუს გაშვებას კვირაში ორჯერ.

ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების ჯგუფმა ტელეკომპანიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ტელეკომპანიის “მისი კანონიერი მფლობელისთვის” დაბრუნება მოითხოვეს.

აქციას ასევე შეუერთდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე ფარულავა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კოკა გუნცაძეს და სოზარ სუბარს შეხვდნენ და პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

გარდა პოლიტიკური თოქ-შოუებისა, რომელსაც რადიო “იმედიც” გაუშვებს, ტელეკომპანია ასევე გეგმავს იანვრიდან ყოველკვირეული პოლიტიკური თოქშოუს გაშვებას.

“შეგვიძლია ეს განვიხილოთ, როგორც პატარა წარმატება სახელმწიფო ტელევიზიებით ამგვარი დებატების ნაკლებობის ფონზე,” – განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს.

მსგავსი/Related

Back to top button