ახალი ამბები
ამერიკული კრეისერი ბათუმისა და ფოთის პორტებში შემოდის
USS Barry DDG 52-ის ფოტო აშშ-ს საზღვაო ძალების ვებ-გვერდიდან.
|
აშშ-ს სარაკეტო კრეისერიUSS Barry (DDG 52) დღეს ბათუმის პორტში შემოვა, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში.
26 ნოემბერს კრეისერი ბათუმიდან ფოთის პორტში გადაინაცვლებს.
ამერიკული კრეისერი Barry უკვე სტუმრობდა ბათუმის პორტს ერთი თვის წინ.
განსხვავებით წინა ამერიკული ხომალდებისა, რომელთაც საქართველოში აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს, კრეისერ Barry-ს ჰუმანიტარული დახმარება არ მოაქვს და მის ვიზიტს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უკვე უწოდეს ”ჩვეულებრივი, მეგობრული ვიზიტი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)