ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, თბილისს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა სურს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც 20 ნოემბერს მიუნჰენში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია, ნატოსგან მიიღოს იმ სამოქმედო გეგმის შეთავაზება, რომელიც ქვეყანას ალიანსის წევრობამდე მიიყვანს, იტყობინება Deutsche Welle.  

”საქართველოსთვის წევრობისკენ მიმავალი სამოქმედო გეგმის შეთავაზებაზე უარის თქმა არასწორ სიგნალს გაუგზავნის ზოგიერთ ადამიანს,” – იტყობინება Deutsche Welle სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ბავარიის პრემიერ-მინისტრს ჰორსტ სიჰოფერს შეხვდა და მიუნჰენში საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა და საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ აღიარეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს აგვისტოს ომის შემდეგ, რომელმაც, მათი თქმით, დააზიანა ქვეყნის ინფრასტრუქტურა სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

”როიტერი” 17 ნოემბერს იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონი შიშობს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის ოფიციალური სტატუსი საქართველოსთვის ალბათ შეუძლებელი იქნება დეკემბერში, როცა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხის განხილვას გეგმავენ. მაგრამ აშშ იმედოვნებს, რომ შესაძლოა ცალკეული ელემენტების მიღება შეცვლილი სახელწოდებით მოხერხდეს, იტყობინება ”როიტერი”.

”ადამიანები ეძებენ გზებს ამის გასაკეთებლად,” – იტყობინება ”როიტერი” აშშ-ს ხელისუფლების უცნობ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button