ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

19 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი სროლების შედეგად სეპარატისტული რეგიონის პროკურატურის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა, იტყობინებიან სამხრეთ ოსური და ქართული წყაროები.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ქსუისში ჩავიდა ადგილობრივი მკვიდრის მკვლელობის ფაქტის გამოსაძიებლად. კომიტეტის ცნობით, გამომძიებლების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს მეზობელ სოფელ მერეთიდან, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარეობს. ამავე ინფორმაციით, დაჭრილი გამომძიებელი მოგვიანებით ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქართული სოფლის ადგილობრივმა მკვიდრებმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ ქართულმა პოლიციამ ”გამაფრთხილებელი ცეცხლი” გახსნა, როდესაც ოსი შეიარაღებული პირების მანქანა ქართულ სოფელში შევიდა. ”მათ [ოსებმა] საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ამის შემდეგ ორივე მხარემ დაიწყო სროლები,” – განაცხადა ადგილობრივმა მოსახლემ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button