skip to content
ახალი ამბები

რუსი დიპლომატი: მოსკოვს სურს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა

რუსეთი მზად არის აღადგინოს ნორმალური ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან და ”მიანიჭოს მას ბუნებრივი კეთილმეზობლური შინაარსი”, რომელიც პატივისცემის საფუძველზე აიგება და ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, იტყობინება ”იტარ-ტასი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის ვიაჩესლავ კოვალენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე კოვალენკო რუსეთის ელჩი იყო საქართველოში.

”200 წლის მანძილზე ქართულ მიწაზე ომი არ ყოფილა და მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ დაეცვა საქართველო ამ უბედურებისგან,” – განაცხადა მან, ”ქვეყნის [საქართველოს] ხელმძღვანელობას და მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე პოლიტიკურ წრეებს არ ესმით, რომ საქართველომ გადაუხვია  ისტორიულ გზას, რომელიც უზრუნველყოფდა მის კეთილდღეობას და ტერიტორიულ მთლიანობას”.

”აშკარაა უუნარობა კრიტიკულად შეფასდეს მომხდარი და სწორი სტრატეგიული და ტაქტიკული დასკვნები გაკეთდეს,” – დასძინა კოვალენკომ.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 15 ნოემბერს ვაშინგტონში, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთობები იქონიოს საქართველოსთან.

”მაგრამ არა [საქართველოს] ახლანდელ რეჟიმთან,” – განაცხადა მედვედევმა, ”ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეგვიძლია”. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button