ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმა გადასახადების შემცირებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა 2009 წლის იანვრიდან შეამციროს საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე, ნაცვლად ადრე დაგეგმილი ეტაპობრივი შემცირებისა. ასევე შემცირდება გადასახადი დივიდენდებზე 10%-დან 5%-მდე.

”ეს არის მთავრობის ძალიან გაბედული გადაწყვეტილება,” – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ვარშავაში 11 ნოემბერს, სადაც იგი პოლონეთის დამოუკიდებლობის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

”ჩვენ ვუპასუხებთ კრიზისს მეტი ლიბერალიზაციით და მეტი დემოკრატიით და რეფორმებით,” – დასძინა მან.    

This post is also available in: English

Back to top button