skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: ხელისუფლება კარგავს დასავლელი პარტნიორების ნდობას

ევროპელი ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებული შეფასებები იცვლება და არა საქართველოს სასარგებლოდ, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 11 ნოემბერს.

იგი გულისხმობდა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც რუსეთი ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დროა განახლდეს მოსკოვთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები.

”ამ ტენდენციის უკან, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი დგას, მათ შორის ისიც, რომ რუსეთმა აქტიურად იმუშავა ამ მიმართულებით,” – განაცხადა ბურჯანაძემ რადიო ”უცნობის” ეთერში საუბრისას.

”მაგრამ ამავე დროს საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნდობა; ახლა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ ნდობის აღდგენა,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ახლანდელი ხელისუფლება შეძლებს ამას.

11 ნოემბერს Guardian-ი იტყობინება ესტონეთის თავდაცვის მინისტრის იააკ აავისკოოს სიტყვებზე დაყრდნობით: ”უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისის სანდოობა შეიალახა. რამდენიმე ქვეყანამ ნათლად დაინახა, რომ საქართველომ არაპროგნიზერებადი გზით იმოქმედა”. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button