skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 8 ნოემბერს განაცხადეს, რომ ხელისუფლებას აქვს ”მკვეთრად ჩამოყალიბებული სურვილი” იმუშავოს ახლანდელი საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ეს საკითხი ანტიკრიზისული საბჭოს და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული.

ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევის მიზნით კამპანიის ”ახალი ტალღა” დაიწყეს, არსებული საარჩევნო სისტემის რეფორმირება მოითხოვეს.

”მინდა ხაზი გავუსვა, რომ განიხილება ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რასაც ჩვენ თვეების წინ ვგეგმავდით და ამას არაფერი აქვს საერთო ვადამდელ არჩევნებთან,” – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსში ასახული იქნება ”ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოგვცეს ბოლო [საპრეზიდენტო და საპარლამენტო] არჩევნების შემდეგ”.

 

This post is also available in: English

Back to top button