skip to content
ახალი ამბები

რუსეთი ბაზების განთავსებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთი წლის მანძილზე დაასრულებს

რუსეთი თავისი ძალების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზებზე განთავსებას ”ერთი წლის განმავლობაში” დაასრულებს, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა 21 ოქტომბერს.

”აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებებს, რომლის ფარგლებშიც ორი სამხედრო ბაზა, თითოეული 3,700 სამხედროს შემადგენლობით, განთავსება – ერთი აფხაზეთში და მეორე სამხრეთ ოსეთში,” – განაცხადა მაკაროვმა პრესკონფერენციაზე. ”ამ სამხედრო ბაზების მიზანია დაიცვან ის ინტერესები, რომელიც ჩვენ და ამ რესპუბლიკებს გააჩნიათ რეგიონში”.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი თავის ძალებს აფხაზეთის ორ სამხედრო ბაზაზე განათავსებს – გუდაუთაში და ოჩამჩირეში. რუსულ ძალებს ასევე ექნებათ საგუშაგოები ზემო კოდორის ხეობაში, დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button