skip to content
ახალი ამბები

რუსეთის და აშშ-ს სამხედრო მეთაურებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაური, ადმირალი მაიკლ მულენი 21 ოქტომბერს ფინეთში თავის რუს კოლეგას, გენერალ ნიკოლაი მაკაროვს შეხვდა და მთელი რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის საქართველო, შავი ზღვის ოპერაციები, ავღანეთი და ნატოს და რუსეთს შორის ურთიერთობები.

”ნათელია, რომ ურთიერთობა [რუსეთთან] შეიცვალა იმის გამო, რაც მოხდა საქართველოში, მაგრამ არავითარ  შემთხვევაში ეს [ურთიერთობა] არ უნდა დასრულდეს,” – იტყობინება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ადმირალ მულენის სიტყვებზე დაყრდნობით.

მულენმა დასძინა, რომ მას არ მიაჩნია, რომ ორმა ქვეყანამ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა, ”არც ის მჯერა, რომ ის ძველ ყაიდაზე აღდგება, თითქოს საქართველო არც ყოფილა”. მან ასევე განაცხადა, რომ იგი გაამხნევა იმ ფაქტმა, რომ მისი რუსი კოლეგა მზადაა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი გაგრძელდეს.

გენერალმა მარკოვმა ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ იგი თავის ამერიკელ კოლეგას ესაუბრა რუსეთი-ნატოს საბჭოს განახლების თაობაზე, რაც აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საბჭოს აღდგენის თაობაზე ნოემბერში ან დეკემბერში იქნება მიღებული ”და ეს საკითხი ამერიკელების გადასაწყვეტია”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button