ახალი ამბები

შამბა: ქართველების დაბრუნება აფხაზეთის ყველა რაიონში შეუძლებელია

აფხაზეთის ხელისუფლება არ უქმნის პრობლემებს ქართველებს, რათა ისინი დაბრუნდნენ გალის რაიონში და ზემო კოდორის ხეობაში, თუმცა მათი დაბრუნება აფხაზეთის სხვა რაიონებში ამ ეტაპზე შეუძლებელია, იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

20 ოქტომბერს სოხუმში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ექსპერტებთან შეხვედრაზე შამბამ განაცხადა, რომ სოხუმმა ყველაფერი გააკეთა დევნილთა დაბრუნების პროცესის  დასახმარებლად,  და ეს პროცესი გალის რაიონში ”პრაქტიკულად დასრულებულია”.

მისი თქმით, აფხაზური მხარე არ ეწინააღმდეგება ზემო კოდორის ხეობის იმ მოსახლეობის დაბრუნებას, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დატოვეს ხეობა.

”თუმცა, ამ ეტაპზე, ქართული მხრიდან წამოსული დაძაბულობის და კონფრონტაციის პირობებში, შეუძლებელია განვიხილოთ ქართველი ლტოლვილების აფხაზეთის სხვა რაიონებში დაბრუნების საკითხი,” – განაცხადა შამბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button