
ახალი ამბები
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი 17–18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, პრემიერ–მინისტრთან ლადო გურგენიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის მინიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან ჰანსიორგ ჰაბერთან.
დაგეგმილია ასევე მისი ვიზიტი ბათუმსა და ფოთში, სადაც ის ევროკავშირის დამკვირვებლებს შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)