ახალი ამბები

რუსი და ქართველი სამოქალაქო აქტივისტები ჟენევაში ადამიანის უფლებებზე კონცენტრირებას ითხოვენ

12 რუსულმა და 12 ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს ”ადამიანის უფლებების საკითხი კონფლიქტის დარეგულირების საერთაშორისო მცდელობების მთავარ პრიორიტეტად აქციონ”.

”ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კონფლიქტის ყველა მხარის მიერ დაირღვა და ყველაზე მეტად ამით მოქალაქეებმა იზარალეს,” – ნათქვამია განცხადებაში. ”მოვუწოდებთ მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს საჯაროდ აღიარონ კონფლიქტის შედეგად გადაადგილებული ყველა პირის ფუნდამენტალური უფლება დაბრუნდნენ ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად თავიანთ სახლებში. მოლაპარაკებებზე განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება დაბრუნების უფლების განხორციელებაზე და განისაზღვროს ამ კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები”.

24 ქართული და რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია გასულ კვირას ბუდაპეშტში კონფერენციაზე შეიკრიბა. კონფერენციის მიზანი, ორგანიზატორთა თქმით, ”რუსულ-ქართული დიალოგის განვითარება” იყო.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი, ჯარისკაცთა დედების კომიტეტი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button