skip to content
ახალი ამბები

უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი 25-28 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს.

”ჩემი ვიზიტის მიზანია შევაფასო ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული უსაფრთხოების დაცვის იმ ექვსი პრინციპის განხორციელება, რომლებიც 22-29 აგვისტოს რეგიონში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ მოხსენებაშია შემოთავაზებული,” – განაცხადა კომისარმა.  ”ეს პრინციპები საერთაშორისო დონეზეა აღიარებული კონფლიქტის ყველა მონაწილის მიერ. ახლა მთავარია, რომ განხორციელდეს კონკრეტული ზომები მათი ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად”.

ეს ექვსი პრინციპია: დევნილთა დაბრუნების უფლება, დევნილების დაბრუნებამდე მათთვის ადექვატური დახმარების და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა; მცდელობების განსაზღვრა ომით დაზარალებულ რაიონებში; მართლწესრიგის საკითხში არსებული ვაკუუმი აღმოფხვრა, ასევე ბუფერულ ზონაში უსაფრთხოების საკითხის მოგვარება; ტყვეების და სხვა დაკავებული პირების ჰუმანიტარული გაცვლა; ომგამოვლილ რეგიონებში საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფა, რათა მოგვარდეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში ჰამარბერგი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ომბუდსმენს, დევნილებს და ასევე ეწვევა გორსა და ცხინვალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button