ახალი ამბები
სოხუმი და ცხინვალი ბელარუსს აღიარებას თხოვენ
სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა პირადი თხოვნით მიმართეს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოს ამ რეგიონების აღიარების თაობაზე.
”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურებს გაეგზავნათ საპასუხო წერილები, სადაც წარმოდგენილია ბელორუსის მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,”- იუწყება ლუკაშენკოს პრესსამსახური ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში. მინსკის ეს პოზიცია არ ხმაურდება.
26 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მაგალითს დღემდე მხოლოდ ნიგარაგუამ მიბაძა. თუმცა ბელარუსმა და ვენესუელამ საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა რუსეთის ამ გადაწყვეტილების მიმართ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)