Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს-ს მტკიცებით რუსული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს

შსს-მ საფრენი აპარატის ვიდეოკადრები გაავრცელა

სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებს ხურვალეთსა და წითელუბანს შორის ქართველმა სამართალდამცავებმა რუსული   მზვერავი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს 22 სექტემბერს გამთენიისას, აცხადებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ინფორმაციას რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

 

შსს-ს ცნობით აპარატი, რომელიც, სავარაუდოდ, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფოტო გადაღებას ახდენდა, შიდა ქართლის სამმართველოს, ნავთობსადენის დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა შენიშნეს. 

”აპარატი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შესაძლებელი გახდა მისი დაზიანება,”- განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც წარმოადგინა ჩამოგდებული საფრენი აპარატი.

მისი თქმით, ეს თვითმფრინავი აღჭურვილია ფოტო-აპარატით და GPS სისტემით.

”ამ თვითმფრინავის გამოყენება სოფელ წითელუბანთან მოწმობს იმას, რომ რუსები აგრძელებენ სადაზვერვო მუშაობას, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ,”- განაცხადა მან, ”განსაკუთრებით მიზანშია ამოღებული ბაქო-სუფსის ნავთობსადენი”.  

მისი თქმით, რუსული მხარის რეაქცია ალბათ იქნება ”ტრადიციული” – რომ ”მათ არაფერი იციან” და ეს ”ქართული მხარის პროვოკაციაა”. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო მისი საფრენის აპარატის ჩამოგდება სამხრეთ ოსეთის სამხრეთით მდებარე სოფლების სიახლოვეს. 

”ეს ქართული მხარის მორიგი საინფორმაციო პროვოკაციაა,”- განუცხადა ”იტარ-ტასს” 23 სექტემბერს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ,”არავითარ რუსულ საფრენ აპარატებს ამ რაიონში ფრენები არ განუხორციელებიათ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button