skip to content
ახალი ამბები

ორი პოლიციელი ნაღმზე აფეთქდა

დღეს დილით აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში  ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ორი თანამშრომელი, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დილის 7 საათზე,  ”რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე” მოხდა.

21 სექტემბერს საღამოს სოფელ ხურჩაში მომხდარი ცალკე ინციდენტის დროს ერთი ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას, ხოლო სამი დაიჭრა, იტყობინება შსს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button