ახალი ამბები

რუსულმა კომპანიამ თბილისში ”მშვიდობის” კონცერტი დააფინანსა

ბრაიან ადამსი დღეს საღამოს რიყეზე უფასო კონცერტს გამართავს სახელწოდებით ”მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია საქართველოსთვის”.

კონცერტის სპონსორია კომპანია ”მადნეული”, რომელიც 2005 წელს რუსული ”პრომიშლენნიე ინვესტორის” შვილობილმა კომპანიამ შეიძინა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც 19 სექტემბერს კანადელ მომღერალს და კომპოზიტორს შეხვდა, განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ”ამ დონის ვარსკვლავი” კონცერტს გამართავს თბილისში და ”სკოლას აუშენებეს ქართველ დაზარალებულებს გორში” არის დასტური მსოფლიოში დიდი სოლიდარობის გამოხატვისა საქართველოს მიმართ. 

”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სოლიდარობა ბევრად უფრო ფართო წრეებში, ვიდრე პოლიტიკოსები არიან,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button