ახალი ამბები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა

პარლამენტმა 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განკარგულებას 3 ოქტომბრამდე რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ”ნაწილობრივ” შეასრულა 8 სექტემბერს რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულება ფოთი-სენაკის ხაზიდან ძალების გაყვანით, სადაც რუსეთს ხუთი საგუშაგო ჰქონდა გახსნილი. შედეგად, ფოთსა და სენაკში საგანგებო მდგომარეობა მოხსნილია.

განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად საგანგებო მდგომარეობა რჩება იქ, სადაც რუსული ძალები კვლავ ”ქმნიან დესტაბილიზაციის საფრთხეს ”. 8 სექტემბრის შეთანხმებით რუსეთმა აიღო ვალდებულება გაიყვანოს ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიებიდან ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებიდან 10 დღის ვადაში. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, შეთანხმების თანახმად, 1 ოქტომბრამდე განთავსდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ პარლამენტი 3 ოქტომბრამდე მოამზადებს კანონს ოკუპაციის შესახებ და ეს კანონი უზრუნველყოფს საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ჩანაცვლებას.
       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button