skip to content
ახალი ამბები

მედვედევმა სეპარატისტ ლიდერებთან თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თბილისი ”არ მალავს რევანშისტულ განწყობას” და გააფრთხილა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიდევ ერთ ”ქართულ აგრესიას”.

”ჩვენ არ დავუშვებთ ახალ საომარ ავანტიურას. არავის არ უნდა ჰქონდეს ამაზე ილუზია,”- განაცხადა მედვედევმა 17 სექტემბერს და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს საქართველოს ხელახლა შეიარაღების პროცესი.

ამის შესახებ მან კრემლში ისაუბრა, სადაც უმასპინძლა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებს ედუარდ კოკოითსა და სერგეი ბაღაფშს და გააფორმა ხელშეკრულებები მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ამ ორ რეგიონთან, რომელთა დამოუკიდებლობა მოსკოვმა უკვე აღიარა. 

”ჩვენ ერთმანეთს გავუწევთ ყველა სახის დახმარებას, მათ შორის სამხედროს,”- განაცხადა მედვედევმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

რუსეთი ასევე აპირებს დამატებით გააფორმოს სეპარატისტებთან ხელშეკრულებები სამხედრო სფეროში, რადგან გეგმავს დააკანონოს თითოეულ რეგიონში 3 800 რუსი ჯარისკაცის განთავსება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button