skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას გერმანელი დიპლომატი უხელმძღვანელებს

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელად ჰანსიორგ ჰაბერი დაინიშნა, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ჰავიერ სოლანამ 17 სექტემბერს.

15 სექტემბერს ევროკავშირმა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით უკვე დანიშნა ფრანგი დიპლომატი, პიერ მორელი.

ჰანსიორგ ჰაბერი ამჟამად არის გერმანიის ელჩი ლიბანში. იგი ასევე იმყოფებოდა დიპლომატიურ სამსახურში მოსკოვშიც.

იგი სათავეში ჩაუდგება ევროკავშირის სულ ცოტა 200-კაციან სადამკვირვებლო მისიას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გარეთ საქართველოს იმ ტერიტორიებზე ჩადგებიან, რომლებიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button