skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი ბუფერული ზონის სოფლებში მკვლელობების და განადგურების შესახებ იტყობინება

საქართველოს სახალხო დამცველის აპატარმა გამოაქვეყნა შუალედური მოხსენება, რომელიც ეფუძნება სიტუაციის მონიტორინგს იმ 31 სოფელში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთით მდებარეობს. ამჟამად ეს ტერიტორიები რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული.

მოხსენების თანახმად, ამ სოფლებში სულ 49 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ”ოცამდე მათგანი, მათ შორის ქალები, მოხუცები და უუნაროები (ბრმები და ყრუები) სისასტიკით მოკლეს,” – ნათქვამია მოხსენებაში. 

მოხსენების თანახმად, ამ სოფლებში 1 200 სახლი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია.

ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ოსი მებრძოლები განაგრძობენ ქართული სოფლების ეთნიკურ წმენდას. მისი თქმით, ოსმა სეპარატისტებმა გადაწვეს სოფელ კოშკაში და დილეგში ეთნიკური ქართველების სახლები და აიძულეს ადგილობრივ მოსახლეობა დაეტოვებინათ სოფლები მას შემდეგ მძევლად აიყვანეს ექვსი ადგილობრივი ქართველი, რომელთაც შემდგომ საწვავი გადაასხეს და დაწვით დაემუქრნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button