ახალი ამბები

გენშტაბის უფროსის ახალი მოადგილე დაინიშნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დავით ნაიარაშვილი დაინიშნა, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 12 სექტემბერს.

მანამდე პოლკოვნიკ ნაიარაშვილს საჰაერო ძალების სარდლის თანამდებობა ეკავა. მან ახალ თანამდებობაზე გიგა ტატიშვილი შეცვალა.

იმავდროულად, გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალ მოადგილეს პრეზიდენტის  განკარგულებით ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button