ახალი ამბები

“ნუ გამოავლენთ სისუსტის ნიშნებს” – მიმართავს სააკაშვილი ნატოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სთხოვა ნატოს ნუ გამოავლენს ”სისუსტის ნიშნებს” და ნუ ჩამოაშორებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზიდან.

”თუ ნატო სისუსტის ნიშნებს გამოავლენს – და აშკარაა, რომ ეს [რუსული] შემოჭრა განხორციელდა ნატოს დაშინების მიზნით – თუ ნატო დაშინდება, ეს იქნება დაუსრულებელი ისტორია,” – განაცხადა სააკაშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში 11 სექტემბერს.

”ხალხი ამბობს, ”საქართველოს კონფლიქტები აქვს და იქნებ არ შეიძლება საქართველოს მიღება, მაგრამ იქნებ ჩვენ მივიღოთ უკრაინა”. მაგრამ თუ საკითხს ასე მიუდგებით, თქვენ ავტომატურად მიიღებთ კონფლიქტს უკრაინაში,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები მიმართული იყო ”ალიანსის და მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესის საფუძვლების შერყევისკენ”.

ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩი თბილისს 15-16 სექტემბერს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს მიიღეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button