ახალი ამბები

26 უცნობი ჯარისკაცი დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე

უცნობი ჯარისკაცების ცხედრების ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგებით დადგინდება. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.Ge.

26 უცნობი ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის ჯარებთან და სამხრეთ ოსურ მხარესთან ბრძოლას შეეწირნენ, დაკრძალეს დღეს თბილისის ძმათა სასაფლაოზე მუხათგვერდში.

სამხრეთ ოსურმა მხარემ საქართველოს 43 ჯარისკაცის ცხედარი გადმოსცა 27 აგვისტოს საღამოს.

თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 20 ქართველი ჯარისკაცის ბედი კვლავ გაურკვეველია.

19 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციით, სულ 133 სამხედრო პირი იყო დაღუპული კონფლიქტის შედეგად, ხოლო 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ამ მონაცემების გათვალისწინებით საქართველოს შეიარაღებული ძალებში ამ მომენტისთვის მსხვერპლი 183 აღწევს, საიდანაც ოთხი რეზერვისტია.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 13 თანამშრომელი დაიღუპა კონფლიქტის დროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button