
რაისი: რუსეთის გადაწყვეტილება ”სამწუხაროა”
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რიასმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”სამწუხაროა.”
”იმის გამო რომ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, ეს საკითხი უბრალოდ მოკვდება, როგორც კი ის უშიშროების საბჭომდე მივა,” – განაცხადა რაისმა.
”ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში აყენებს რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან, რომლებიც მისივე თანხმობით იქნა მიღებული,” – დასძინა მან.
რაისმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ექვს-პუნქტიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს საერთაშორისო დისკუსიის დაწყებას ორი რეგიონისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად. რუსეთმა ამ ნაბიჯით უბრალოდ წინ გაუსწრო ამ პროცესს, რაც ”ძალიან სამწუხაროა.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)