ახალი ამბები

ქართული პოლიცია გორში დაბრუნდა

შავი კვამლი და ცეცხლის ალი მოჩანს გორის სამხედრო ბაზაზე 22 აგვისტოს საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კადრში.  აფეთქების ძლიერი ხმა ბაზაზე მას შემდეგ გაისმა, რაც რუსულმა ჯარებმა დატოვეს გორი.

ქართული პოლიცია 22 აგვისტოს გვიან ღამით გორში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსულმა ძალებმა დატოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა გორში ჟურნალისტებს, რომ ცენტრალურ მაგისტრალს ქართული ძალები აკონტროლებენ. თუმცა მან მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობისგან. მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა შეამოწმონ მაგისტრალის მახლობლად მდებარე ხიდები და სტრატეგიული ობიექტები, ასევე ქალაქი გორი, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ ნაღმები არაა დატოვებული.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა ჟურნალისტებს გორში, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს  ათიათასობით დევნილის ”ორგანიზებულ დაბრუნებას” გორში.

უახლოესი რუსული საგუშაგო გორის მახლობლად სოფელ კარალეთში მდებარეობს, გორიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button