ახალი ამბები
საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ პოზიცია არ შეცვლილა – მერკელი
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის და აპრილში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
”ჩვენ ვადები ღია დავტოვეთ და განვაცხადეთ, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ წევრები, თუ ამის სურვილი აქვთ და პოზიცია იგივე რჩება,” – განაცხადა მან სოჭში მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტ მედვედევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)