
ახალი ამბები
ქართულმა მხარემ ზნაური დაიკავა
ქართულმა მხარემ ზნაურში ”სეპარატისტთა საცეცხლე წერტილების ნეიტრალიზაცია მოახდინა,” განუცხადა Civil.Ge-ის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა.
მანამდე ქართულმა მხარემ ზნაურის რაონში მდებარე ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ კონტროლირებადი რამოდენიმე სოფელი, ასევე სოფელი დმენისი დაიკავა, რითაც ცხინვალი ალყაში მოექცა.