ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს რუსეთს იქონიოს გავლენა ცხინვალზე რათა ცეცხლი შეწყდეს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსმა განაცხადა რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს ”გავლენა მოახდინოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობაზე რათა შეწყდეს სროლები.”

მან იქვე დასძინა: ”ჩვენ მოვუწოდებთ თბილისს შეინარჩუნოს თავშეკავება.”

”ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ შექმნილი ვითარებით. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები… ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ორივე მხარემ შეწყვიტოს სროლები.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button