skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა როკის გვირაბის გავლით ასობით შეიარაღებული პირის გადაადგილების შესახებ იუწყება

როკის გვირაბის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ასობით შეიარაღებულმა პირმა და სამხედრო ტექნიკამ გადმოლახა, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საქართველოს მთავრობის  სპეციალურ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, უკანასკნელი საათების განმავლობაში სეპარატისტებმა განახორციელეს სამხედრო თავდასხმა რეგიონის სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობისა და  სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ, რამაც მდგომარეობის უკიდურესი ესკალაცია გამოიწვია, რასაც მოგვიანებით ქართული მხარის მხრიდან ადეკვატური ზომები მოჰყვა. 22:30 სთ-ზე ოსური მხარის მხრიდან იერიში მიტანილი იქნა ჯერ სოფელ ფრისზე, შემდგომ 23:30 სთ-ზე სოფელ თამარაშენზე. შეტევის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამის თაობაზე არ ვრცელდება.

”მიუხედავად გამწვავებული ვითარებისა, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს თავის მზადყოფნას კონფლიქტის  მშვიდობიანი მოგვარებისათვის და მოუწოდებს სეპარატისტებს შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას”, – ნათქვამია  განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button