
ახალი ამბები
შსს უარყოფს ინფორმაციას ცხინვალის რეგიონში სროლების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ცხინვალის განცხადება იმის თაობაზე, რომ ზნაურის რაიონში სამხრეთ ოსურ მხარეზე იერიში მიიტანეს.
”რეგიონში სიწყნარეა და არც ერთი ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 6 აგვისტოს.
სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, ქართული ძალები 6 აგვისტოს შუადღისას შეეცადნენ სოფელ ნულის მახლობლად არსებული იმ სიმაღლის აღებას, რომელიც ოსურ სოფლებს გადაჰყურებს.