skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მხარს უჭერს ”მოლაპარაკების არსებულ ფორმატებს”

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, საფრანგეთმა, ორგანიზაციის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ”ღრმა შეშფოთება” გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მზარდი დაძაბულობის გამო.

”ევროკავშირს სურს, ისე როგორც არასდროს, ჩაერთოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში, მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობით და მოლაპარაკების არსებული ფორმატების მხარდაჭერით. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ზომიერებისკენ და მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ,” – ნათქვამია 5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

”მოლაპარაკების არსებული ფორმატში” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში იგულისხმება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია (შსკ). თბილისი შსკ-ს ბოიკიოტს უცხადებს.

14 ივლისს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის და აშშ-ს დელეგაციებმა განსხვავებული პოზიციები გაახმოვანეს თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით.

მაშინ როდესაც ევროკავშირმა მოუწოდა მოლაპარაკებების დაუყონებლივ განახლებისკენ ”ყველა არსებულ ფორმატში – შსკ-ს ჩათვლით,” აშშ-მ მოუწოდა მოლაპარაკებებისკენ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მონაწილეობით, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს და რომელსაც ცხინვალი და მოსკოვი თბილისის ”მარიონეტად” მიიჩნევენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button