ახალი ამბები

სახალხო დამცველი გაზეთის წინააღმდეგ განხორციელებული ”დევნის” გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მიმართა ბათუმის პროკურატურას გამოიძიოს ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთის ”ბათუმელების” ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული დევნის საქმე.
 
გაზეთის ჟურნალისტების განცხადებით, გასულ კვირას მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს მუქარის წერილი. კერძოდ, უცნობი პირი წერდა: ,,დაზაკაზებულია“ ემზარ დიასამიძის [გაზეთის ჟურნალისტის] მოკვლა და მალე ვნახავთ მას პირში გაზეთგაჩრილს, მკვდარს.“

ამ წერილის მიღებამდე გაზეთის მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს და ჟურნალისტ ნათია როყვას უცნობი პირები აედევნენ მანქანით ქუჩაში.  გაზეთის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში ავტომანქანაში მყოფი პირები იქცეოდნენ ისე, რომ შესამჩნევი ყოფილიყო დევნის ფაქტი.

სახალხო დამცველის აპარატმა 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმე პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, რადგანაც საქმეში მუქარის ნიშნები შეინიშნება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button