skip to content
ახალი ამბები

ტერი დევისი გმობს გალის ”ტერორისტულ აქტს”

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა განაცხადა, რომ გუშინ გალის კაფეში მომხდარი აფეთქება ”როგორც ჩანს, ტერორისტული აქტია”.

”არსებობს იმის რისკი, რომ ეს მკვლელობები კიდევ უფრო გააღრმავებს დაძაბულობას ქვეყანაში და ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ სიტუაცია შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს,” – განაცხადა ტერი დევისმა 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, ”ნებისმიერმა მხარემ, რომელიც ვერ შეიკავებს თავს პროვოკაციებისგან – ან ვერ გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან აიცილოს ისინი  – უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მათი ქმედებების შედეგებზე. ერთადერთი გზა კონფლიქტის მოგვარებისა არის თავშეკავება და დიალოგი. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება მშვიდობიანად იცხოვროს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button