ახალი ამბები

ქართული და ირანული მხარეები რეგულარულ კონსულტაციებზე შეთანხმდნენ

18 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოჯთაბა დამირჩილუს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, ასევე შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი კონსულტაციები  რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

Back to top button