skip to content
ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია პარლამენტში შედის

ჯონდი ბაღათურია თანაპარტიელებს სიტყვით მიმართავს, თებერვალი, 2008 წელი. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ის არ ამბობს უარს სადეპუტატო მანდატზე.

ბაღათურიამ, რომელიც პარლამენტში ოპოზიციური კოალიციის სიით შევიდა, განაცხადა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება ”არაადექვატური გადაწყვეტილებაა,” რადგანაც ”საერთო ოპოზიციური ერთობა პარლამენტის ბოიკოტირების მიზნით ვერ შედგა”.

ბაღათურიას ქმედება ავტომატურად ნიშნავს, რომ ის გაერთიანებულ ოპოზიციას ტოვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი სიით სულ პარლამენტში 17 დეპუტატი გავიდა; თუმცა, მათგან თორმეტმა უკვე დაიწყო მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები; ხუთმა მათგანმა ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button