skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი და აშშ მოუწოდებენ რუსეთს პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა განაცხადეს 10 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში, რომ ისინი მზად არიან იმუშავონ ”ყველა შესაბამის მხარესთან” კონფლიქტების მოგვარების მიზნით. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

”ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში, და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კერძოდ რუსეთს, მხარი დაუჭიროს ამ პრინციპებს. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზეთთან მიმართებაში, ასევე ბოლოდროინდელ პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ეს დაეხმარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას,” – ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ევროკავშირი-აშშ-ს სლოვენიის სამიტის შემდეგ იქნა მიღებული.  

”ჩვენ ასევე მივესალმებით უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის მცდელობებს დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, ჩვენ მივესალმებით მათ მისწრაფებებს და მზად ვართ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ რეფორმების გზით დასახულ მიზნებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ ნატოს ლიდერებმა ნათელი გზავნილი გააკეთეს ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები,” – ნათქვამია დეკლარაციაში.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button