skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის საბჭოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე განხილვები იგეგმება

რუსეთის ფედერაციის საბჭოში 17 ივნისს იგეგმება მოსმენები რუსეთის მცდელობების თაობაზე ”საგნობრივი დახმარება” აღმოუჩინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საბჭოს ჩრდილოეთ კავკასიის კომისიის გაფართოებულ სხდომაზე რუსი სენატორები და მთავრობის წარმომადგენლები ”გაცვლიან მოსაზრებებს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ფედერალური და რეგიონალური სამსახურების შესაძლო ზომებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად საგნობრივი დახმარება აღმოუჩინონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას”.

მოსმენებში მონაწილეობას მიიღებენ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ასევე ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრის მოადგილე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button