ახალი ამბები

პარლამენტის წინ მომიტინგეები შეიკრიბნენ

რამოდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა შუაღამისას პარლამენტის წინ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა მათ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.

ამ მოწოდებას წინ უძღოდა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა 7 ივნისს.

”ჩვენ დღეს აქ გავათენებთ,” – განაცხადა რცა პარტიის ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე. ”და დილით უფრო მეტი ხალხი შეგვიერთდება”.

ოპოზიციის ლიდერები ხაზს უსვამდნენ, რომ აქცია მშვიდობიანი იქნებოდა.

მათ ასევე მოუწოდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეერთდებოდნენ მათ. ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ისიც შეუერთდებოდა აქციას. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ და რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ აქციაზე მისვლას, რადგანაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ გააჩნდა ნათლად ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა.

მართალია ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ არ დაესწრებოდნენ პარლამენტის პირველ სხდომას, მათ მიანიშნეს, რომ პარლამენტის ბოიკოტირების წინააღმდეგ იყვნენ.

ამგვარი პოზიციის გამო ქრისტიან-დემოკრატები უკვე გააკრიტიკეს.

”ამგვარი გადაწყვეტილებით თქვენ ეხმარებით საბჭოთა ტიპის პარლამენტის ჩამოყალიბებას,” – მიმართა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან ქრისტიან-დემოკრატებს.

ხოლო ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებით ისინი სააკაშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ეხმარებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე დამოუკიდებელმა წევრმა (გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა) ასევე მიანიშნა, რომ ისინი შევიდოდნენ პარლამენტში, თუ არ იქნებოდა ერთიანი ოპოზიციური ბოიკოტი. ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურია ასევე ყოყმანობს ამასთან დაკავშირებით.    

 

This post is also available in: English

Back to top button