ახალი ამბები

მედვედევს საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი აქვს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

”გულწრფელად ვუსურვებ მშვიდობას და აყვავებას ქართველ ხალხს, რომელთანაც  ჩვენ მრავალსაუკონავი მეგობრობა და სულიერი ახლობლობა გვაკავშირებს,” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის გზავნილში, ”იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის დამყარდება კონსტრუქციული თანამშრომლობა კეთილმეზობლური ურთიერთობების, კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკეთილდღეოდ”.

 

 

 

Back to top button